logo
ENG



პრეზიდენტი: დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა - კანონი არაა ევროპული

15 აპრ 202410:38
3 წუთის საკითხავი
clock 372
2024/04/15/vmyckv23jj49f6d.png

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსულ კანონთან დაკავშირებით "საჯარო დისკუსიას" სთავაზობს.

"დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა - კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მთავრობამ ირაკლი კობახიძის განცხადება გუშინ გაავრცელა. კობახიძის თქმით, აფასებენ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული, თუმცა აქვე წერს, რომ უცხოელი დიპლომატები "განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფიქცია".

კობახიძე ამტკიცებს, რომ გასული დღეების განმავლობაში უცხოელი დიპომატებისგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე გაჟღერებული კრიტიკული განცხადებები ყოველგვარ არგუმენტსა და დასაბუთებას მოკლებული იყო.


close დახურვა