logo
ENG



მდინარაძე: შოლცი დაუპირისპირდა ევროდირექტივას

15 აპრ 202421:17
3 წუთის საკითხავი
clock 733
2024/04/15/9tvv25az8v4bfwh.jpg

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსული კანონის კრიტიკისას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი "ევროდირექტივას დაუპირისპირდა". ეს მდინარაძემ იურიდიულ კომიტეტზე თქვა, სადაც დილიდან რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.

"შოლცი დაუპირისპირდა ევროდირექტივას მათ შორის. იმ კაცის გადასაწყვეტია... ამხელა თანამდებობის პირია, გერმანიის კანცლერია, აქვს უფლება ევროდირექტივასაც დაუპირისპირდეს და საქართველოც გააკრიტიკოს. ჩვენც პასუხს ვცემთ. [...] არ მოსწონს ამ კაცს ევროდირექტივა და რა გავაკეთოთ? ამიტომ რუსულია კანონი? "- თქვა მდინარაძემ.

12 აპრილს ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა თქვა:

"მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვაჩვენისევე როგორც მთელი ევროკავშირიკრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერესდიდი იმედი გვქონდარომ აღარ განიხილებოდაამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაარომელიც იმავე მიმართულებით მიდისჩვენი კრიტიკაწინა პერიოდის მსგავსადიგივე რჩება და ვიმედოვნებთრომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები".

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა