logo
ENG



სირცხვილიას წევრს მარიამ დოლიძეს აქციაზე ხელი მოტეხეს - მას ხვალ ოპერაციას გაუკეთებენ

17 აპრ 202402:43
3 წუთის საკითხავი
clock 809
2024/04/17/y8a06x6l8cdsnv6.jpg

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სირცხვილიას წევრი მარიამ დოლიძე დაშავდა. მოძრაობა Facebook-ზე წერს, რომ "მოძალადე სპეცრაზმმელებმა მარიამ დოლიძეს ხელი მოტეხეს".

სირცხვილიას დირექტორმა გიორგი მჟავანაძემ ფორმულასთან საუბარში თქვა, რომ მარიამ დოლიძეს იდაყვის ძვლის მოტეხილობა აქვს და ხვალ დილით ოპერაცია ჩაუტარდება. ამასთან, მას აქვს ფეხის დაბეჟილობა. 

ამასთან, მჟავანაძის თქმით, მარიამ დოლიძემ დაზიანება მიიღო თავის არეშიც, თუმცა ის უკვე შეამოწმა ნევროლოგმა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს სპეცრაზმელები მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

 


close დახურვა