logo
ENG



პესკოვი: კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს

17 აპრ 202415:44
3 წუთის საკითხავი
clock 403
2024/04/17/qripse06v3glgpc.jpg

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი რუსულ გავლენას არ უნდა დავუკავშიროთ და მას პრორუსული არ უნდა ვუწოდოთ.

"ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს. საქმე ისაა, რომ ალბათ, პირველმა შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო, რომლებმაც მოიფიქრეს FARA-ს კანონი. სწორედ მათ შემოიღეს ეს პრაქტიკა. ამიტომაც არაა ეს რუსული, ეს პრაქტიკაა მრავალ სახელმწიფოში, რათა თავი დაიცვან გარე გავლენისგან, უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე", - თქვა პესკოვმა.

კრემლის სპიკერი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს:

"ის, რომ ამ შიდაპოლიტიკური პროცესის ანტირუსული განწყობების პროვოცირების ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმპულსი საქართველოს შიგნიდან მოდიოდეს. ეს, სავარაუდოდ, გარედან მოდის, ეს კარგად გვესმის".


close დახურვა