logo
ENG



ამაღლობელი ოცნებას: გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება დღესვე

17 აპრ 202421:40
3 წუთის საკითხავი
clock 408
ლანა მრავლაძე/ფორმულა

რატი ამაღლობელის განცხადებით, რომელიც აქციის სპიკერია, ხელისუფლებას 1 საათს აძლევენ, რათა რუსული კანონის უკან გატანასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება გააკეთონ. ამის შესახებ მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

"გაკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე... თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის ნების წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. 

ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში ქართული ოცნების პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე", - თქვა ამაღლობელმა. 


close დახურვა