logo
ENG



პარლამენტში ონლაინმედიის ჟურნალისტებს დღესაც არ შეუშვებენ

18 აპრ 202409:04
3 წუთის საკითხავი
clock 347
2024/04/18/yxut8d3i58oi9kq.jpeg

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე დღესაც იმოქმედებს და საკანონმდებლო ორგანოში ონლაინმედიის ჟურნალისტებს ისევ არ შეუშვებენ.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ყვითელი დონე საკანონმდებლო ორგანოში 15 აპრილიდან მოქმედებს, მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ რუსული კანონი ხელახლა დააინიციირა.

პარლამენტის მტკიცებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა