logo
ENG



RealPolitika: საქართველოს ელჩი გერმანიის ბუნდესტაგში რუსულ კანონზე სასაუბროდ დაიბარეს

18 აპრ 202420:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/j840on6xrme9cs3.jpg

საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია ბუნდესტაგში რუსული კანონის შესახებ სასაუბროდ დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა RealPolitika ევროკავშირიდან საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება, რომლის მთავარი თემაც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იქნება.

"ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის სტრუქტურებში რედაქციის წყარო გვაწვდის. ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება და მთავარი თემა ბოლო კვირებში საქართველოში განვითარებული მოვლენები იქნება", - წერს გამოცემა. 

***

12 აპრილს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსული კანონი გააკრიტიკა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო კანონპროექტს არ მიიღებს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.

"ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს და მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კიდევ ერთხელ არ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი, პრაქტიკულად არ შეცვლილა, თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენს, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას", - თქვა შოლცმა. [სინქრონული თარგმანი]


close დახურვა