logo
ENG



"პოლიცია თავს დაესხა სულ მცირე 4 ჟურნალისტს" – CPJ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე

19 აპრ 202423:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/20/oig6sfdl01ddw99.jpg

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული პოლიცია თავს დაესხა სულ მცირე 4 ჟურნალისტს, რომლებიც "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანახმად, 16 აპრილის ღამეს კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს სპეცრაზმი თავს დაესხა სულ მცირე ოთხ ჟურნალისტს", - წერია ანგარიშში.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი ნიუ-იორკში, გულნოზა საიდი ამბობს, რომ ქართული ოცნება რუსული კანონის გამოყენებას

"საქართველოს მმართველი პარტია აპირებს გამოიყენოს "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ საბრძოლველად ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.  

უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს ერთგულებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ პოლიციის ძალადობის შემთხვევების სწრაფად გამოძიებით და პასუხისმგებელ პირებს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენენ", - აღნიშნავს CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ, ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში განაცხადა, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს და მისი საბოლოო მიღება ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს. 


close დახურვა