logo
ENG



ღარიბაშვილი მოსახლეობის "ბირთვული კონფლიქტის საშიშროებით" დაშინებას ცდილობს

20 აპრ 202414:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/20/aezrmqzistblkju.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობის "ბირთვული კონფლიქტის საშიშროებით" დაშინებას ცდილობს.

მისი თქმით, "ბირთვული ომის რიტორიკაზე NATO-ს წევრი სახელმწიფოები და რუსეთი პირდაპირ საუბრობენ". ამასთან, ღარიბაშვილი ამბობს, რომ "სიტუაცია ფეთქებადსაშიშია".

"ძალიან სერიოზული სიტუაცია არის დღეს მსოფლიოში. გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ისრაელი-პალესტინის მიმდინარე საომარ ვითარებას ვგულისხმობ. გადახედეთ, რა ხდება ირანსა და ისრაელს შორის. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. ბირთვული ომის რიტორიკა დაბრუნდა.

პირდაპირ საუბრობენ, როგორც NATO- წევრი სახელმწიფოები, ისე რუსეთი. საუბრობენ პირდაპირ, მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების თაობაზე და ამ დროს, ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დავუშვებთ ჩვენ არ დაუშვებს ქართული ოცნება არავითარ დესტაბილიზაციას. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფაგრლებში. არჩევნები გვიახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად, დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა