logo
ENG



მალაიზიაში ავიაკატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა

23 აპრ 202413:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/23/mqkuuj9jl4coo4x.jpg

მალაიზიაში ავიაკატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საზღვაო აღლუმის რეპეტიციის დროს ქვეყნის საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. ცნობილია, რომ ამ დროისთვის, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

ავიაკატასტროფა მალაიზიის დასავლეთ რეგიონში მდებარე საზღვაო ბაზაზე მოხდა.


close დახურვა