logo
ENG



10 თვე უკრაინის ომიდან - შაბათის ფორმულა

24 დეკ 202220:42
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში ომის დაწყებიდან, დღეს, ზუსტად 10 თვე გავიდა. შაბათის ფორმულა ახლაც ფრონტის ხაზზეა. ჩვენი ჟურნალისტები, გიორგი ჩადუნელი და თემო ხუხია, რამდენიმე დღეა, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ და რუსული აგრესიისგან და სისასტიკისგან განადგურებულ ქალაქებში შედიან. ორეხოვო - ერთ ერთია იმ ქალაქებიდან, რომელიც ამ დრომდე იბომბება, რადგან ის სამი მხრიდან ფრონტის ხაზს ესაზღვრება. შაბათის ფორმულა იმყოფებოდა, უკრაინის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ზაპოროჟიეში, რომელიც ოკუპანტებმა თითქმის მიწასთან გაასწორეს. ერთ-ერთი პირველი საცხოვრებელი კორპუსი კი, რომელიც რუსულმა ავიაციამ ზაპოროჟიეში დაბომბა, ზესტაფონის ქუჩაზე დგას. ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგაც,  ოკუპანტები ისევ ბომბავენ ხერსონს, სადაც დღეს, სულ მცირე 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 56 კი მძიმედ დაშავდა.  რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს 2000-ზე მეტი, ქართველი მებრძოლი იბრძვის. ქართული ლეგიონი სიდიდით მეორეა, ვინც ახლა უკრაინაში - მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობას იცავს.


close დახურვა