logo
ENG



10 რამ, რაც საკუთარ თავზე არ იცოდი

28 ივლ 202011:39
3 წუთის საკითხავი
 
dmo1o4b7l6d124q.png

 

თითოეული ჩვენგანი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საკუთარი თავის შესახებ საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობთ და ამ ყველაფრის დახმარებით, ცხოვრების განმავლობაში, საინტერესო ტრანსფორმაციებსაც ვახერხებთ ხოლმე. 

თუმცა, ადამიანების უმრავლესობისთვის, ის, ვისაც ყოველ დილას სარკეში უყურებს, ანუ საკუთარი თავი, მაინც ამოუცნობი და იდუმალი რჩება — ასეა, რადგან ზოგადი ცოდნის მიღმა, შეიძლება სულაც არ ვიცოდეთ, რომ მაგალითად ჩვენი ტვინის 75% წყალია, ორგანიზმში საკმარისზე მეტი რაოდენობის რკინა გვაქვს ან რომ ჩვენი ყურები ზრდას არასდროს წყვეტს. 

არა უშავს, ბევრ რამეს, რაც საკუთარ თავზე აქამდე არ იცოდი, ამ სტატიაში წაიკითხავ:

1. თვალებს წელიწადში დაახლოებით 10 მილიონჯერ ახამხამებ

via GIPHY

2. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ყურები ზრდას არასდროს წყვეტს

via GIPHY

3. შენს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის რკინაა 7-სანტიმეტრიანი ლურსმნის გასაკეთებლად

via GIPHY

4. შენი ენა კი დაახლოებით 8 ათასი გემოს რეცეპტორით არის მოფენილი

via GIPHY

5. ცხოვრების განმავლობაში, თითქმის 40 ათას ლიტრ ნერწყვს ყლაპავ

via GIPHY

6. საკუთარი თავისთვის მოღიტინება არასდროსაა ისეთი „ეფექტური“ და სიცილის მომგვრელი

via GIPHY

7. კბილები ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც, დაზიანების შემთხვევაში, თავისით აღდგენა არ შეუძლია

via GIPHY

8. შენს ცხვირს 50 ათასი განსხვავებული სუნის ამოცნობა/დამახსოვრება შეუძლია

via GIPHY

9. როცა 70 წლის გახდები, შენი გულის ცემის რაოდენობა, ჯამში, დაახლოებით 2.5 მილიარდს მიაღწევს

via GIPHY

10. შეიძლება არც ის იცოდე, რომ შენი ტვინის 75% წყალია

via GIPHY

 


close დახურვა