ბორის ჯონსონმა ის სანქციები გამოაცხადა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს აკისრებს. მან 10 სხვადასხვა სანქციაზე ისაუბრა.
1. რუსეთის ყველა დიდი ბანკის ბრიტანეთში არსებული აქტივები გაიყინება. ეს ბანკები გაირიცხებიან დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. მათ შეუწყდებათ ბრიტანულ სტერლინგზე წვდომა და ვეღარ შეძლებენ ბრიტანეთში გადახდებს. ეს მოიცავს VTB ბანკის სრულ და მყისიერ გაყინვას.
2. რუსეთის დიდ კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ფინანსების მოზიდვა ან ბრიტანული ბაზრიდან სესხის აღება.
3. აქტივები გაეყინება დამატებით 100 ადამიანსა და კომპანიას.
4. ავიაკომპანია აეროფლოტის ეკრძალება დიდ ბრიტანეთში დაშვება.
5. აიკრძალება ორმაგი საექსპორტო ლიცენზიების გამოყენება, რაც ისეთ ნივთების ექსპორტს მოიცავს რაც შესაძლოა სამხედრო მიზნებით იყოს გამოყენებული.
6. უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან მაღალი ტექნოლოგიებისა და ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარების ექსპორტს შეწყვეტს.
7. შეიზღუდება იმ თანხის ოდენობა, რისი ფლობაც რუსეთის მოქალაქეებს ბრიტანულ საბანკო ანგარიშებზე შეეძლებათ.
8. არსებობს რუსეთის Swift-ის გადახდებიდან გათიშვის შესაძლებლობაც.
9. მსგავსი ფინანსური სანქციები ბელარუსზეც გავრცელდება, უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო.
10. დიდი ბრიტანეთი აპრილამდე ნაწილობრივ აამოქმედებს „ეკონომიკური დანაშაულის შესახებ კანონს“.