logo
ENG



10 ტიპის ადამიანი, რომელიც Clubhouse-ზე აუცილებლად შეგხვდება

24 თებ 202115:50
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/24/dc5ns4x4tkg136r.jpg

Clubhouse პირველად 2020 წლის მარტში გამოჩნდა — მოდი, გულწრფელად ვთქვათ, რომ ამ პლატფორმით, რომელიც აუდიო კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს, ყველანი სულ ახლახან აღვფრთოვანდით.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დანარჩენ მსოფლიოშიც მსგავსი სურათია. განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გამოიყენა სასაუბროდ.

აპლიკაცია, რომელიც 2021 წლის თებერვლის მონაცემებით 10 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელს აერთიანებს, უკვე $1 მილიარდად არის შეფასებული და ღირებულებით კონკურენციას ისეთ პლატფორმებს უწევს, როგორიც არის Uber და AirBnb.

აღსანიშნავია, რომ Clubhouse-ის ოფიციალური ვერსია მხოლოდ Apple-ის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.

გთავაზობთ, ციფრებში გამოსახული მწვერვალებიდან ცოტა ხნით მიწაზე დავეშვათ და აქვე, “ქართულ Clubhouse-ს“ მეტად ჩავუღრმავდეთ — სტატიაში მოგიყვებით იმ ტიპის ადამიანებზე, რომელთაც Clubhouse-ზე დარეგისტრირებიდან მალევე, თავადაც აღმოაჩენთ:

 

მოწოდებით სპიკერი

via GIPHY

 

ეს ადამიანები ისე თამამად და საინტერესოდ საუბრობენ, ობიექტურად, შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ Clubhouse სწორედ მათთვისაა შექმნილი.

ნუთუ ასეა?!

 

კარგი მსმენელი

 

via GIPHY

 

“კარგ მსმენელებს“ თითქმის ვერასდროს ნახავთ სპიკერების ჩამონათვალში — ისინი აქტიურად სტუმრობენ სხვადასხვა ოთახს, თუმცა განხილვის დასრულებამდე სარგებლობენ მათთვის მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

მოწოდებით ორგანიზატორი

 

via GIPHY

სულაც არ არის აუცილებელი, მოწოდებით ორგანიზატორი მომხმარებელი ოთახში მართლაც ორგანიზების ეგიდით იყოს მოწვეული.

ისინი საკუთარი კეთილი ნებით ირჯებიან და საკმაოდ სამართლიანადაც გვისაზღვრავენ სასაუბროდ განკუთვნილ წუთებს.

 

ინტრიგანი

 

via GIPHY

კარგია, რომ ეს ადამიანები პლატფორმაზე მოქმედი წესებიდან გამომდინარე და საკუთარ ანგარიშზე მართვის სადავეების დაკარგვის შიშით, საყვარელ “საქმიანობაში“ (ინტრიგების ხლართვაში) მწვერვალებს ვერასდროს აღწევენ.

 

არაპუნქტუალური

 

via GIPHY

ოთახში ძირითადად საუბრის მიწურულს შემოდიან და სიტუაციაში გაერკვევასაც გამალებით ცდილობენ.

 

ბიზნესმენი

 

via GIPHY

საბოლოოდ გაირკვა, რომ ბიზნესით დაინტერესებული ადამიანები, მართლაც, ყველგან ბიზნესით არიან დაკავებული — ჩვენ ხომ ჯერ კიდევ აპლიკაციის სხვადასხვა ფუნქციის გარკვევაში ვართ?! აი, ეს ხალხი კი დროს არ კარგავს, მნიშვნელოვან კონტაქტებს იძენს და სავარაუდოდ დამატებით ფულსაც გამოიმუშავებს.

 

ძალიან გულწრფელი

 

via GIPHY

აი, ძალიან, ძალიან გულწრფელ ადამიანებზე გვაქვს საუბარი.

 

ცუდი ინტერნეტით

 

via GIPHY

მტკივნეული რეალობა აერთიანებთ: წინადადებას თითქმის ვერასდროს ასრულებენ, რადგან ყოველ 5 წუთში ინტერნეტი ეთიშებათ.

 

დაუნახავი

 

via GIPHY

დაუნახავებსაც ყველა ოთახში შეხვდებით — რეალურად ისინი Clubhouse-ის აქტიური მომხმარებლები არიან, თუმცა, სულ ამტკიცებენ რომ ეს აპლიკაცია მაგრად “არ ევასებათ“.

 

TV formula-ს გამომწერი

 

via GIPHY

ყველაზე მარტივია ამ წამიდან @TVformula-ს გამომწერი გახდე Clubhouse-ზე და იმ ადამიანთა რიცხვს შეუერთდე, რომელთაც ჩვენთან ერთად ძალიან საინტერესო თემების განხილვა ელოდებათ წინ.

 


close დახურვა