11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით
"სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყრულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყრულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება"- ნათქვამია განცხადებაში.