logo
ENG



"29-ში არ მიიღოთ მონაწილეობა შეკრებაში, დადექით სწორ მხარეს" - მალაშხია საჯარო მოხელეებს

26 აპრ 202417:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/pq8cbkofey9cap8.jpg

ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილს დაგეგმილ ქართული ოცნების აქციაში.

"საჯარო მოხელეებს: დღეს, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ხელისუფლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მიზანმიმართულად აზიანებს ევროინტეგრაციას, ჩვენ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. ახლა შიში, მორჩილება, დუმილი, რუსულ ხელისუფლებასთან თანამონაწილეობაა ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არა პარტიას. ამიტომ, 29 აპრილს, არ მიიღოთ მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში. დადექით ერთადერთ სწორ მხარეს, რაზეც სიამაყით მოუყვებით თქვენს შვილებს, შვილიშვილებს. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ერთად აუცილებლად გავხდებით ევროპის ოჯახის წევრი", - წერს მალაშხია.

ქართული ოცნება 29 აპრილს, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს. პარტია ირწმუნება, რომ შეკრებას "მხარდამჭერთა თხოვნით" მართავს.


close დახურვა