logo
ENG



"უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე!" - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

28 აპრ 202410:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/28/3fnfakcjpbv2wxo.jpg

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება რუსულ კანონს გმობს და უარს ამბობს უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე.

"ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია.

ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვშრომოთ ბავშვების, მოხუცების, პრობაციონერების, ბრალდებულების, ძალადობის მსხვერპლთა და სხვათა მხარდაჭერისათვის. სოციალური მუშაკები უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე!", - ნათქვამია განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს. 


close დახურვა