ავსტრალია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა ლვივში, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიჰალთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
"ავსტრალია უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს... 30 მილიონ დოლარზე მეტი დრონებისთვის გამოიყოფა, დანარჩენი კი სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის", - აცხადებს მარლსი.
ამასთან, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ავსტრალიამ უკრაინას 655 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო, აქედან 540 მილიონი დოლარი სამხედრო დახმარებას მოიცავს.