logo
ENG



"შემაშფოთებელია, საქართველო გზიდან გადაჰყავს" - კონგრესმენები რუსულ კანონზე

30 აპრ 202400:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/rncrdb97aolcaya.jpg

ამერიკის კონგრესში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ჯერი კონოლიმ და ოსტინ სკოტმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ოცნების მიერ რუსული კანონის ინიციირებაზე შეშფოთებას გამოხატავენ.

მათი შეფასებით, პუტინის მიერ მიღებული კანონპროექტის მსგავს კანონს "საქართველო გზიდან გადაჰყავს".

"2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა "კანონს უცხოელი აგენტების შესახებ", რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად.

პუტინმა გამოიყენა ეს "უცხოელი აგენტების კანონი", რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, გააკეთა ყველაფერი რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების აღმოსაფხვრელად და კიდევ უფრო განმტკიცა მისი, როგორც დიქტატორის სასტიკი მმართველობა.

საქართველოს რესპუბლიკისთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის მსგავს, ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს ემსგავსება.

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების გზაზე და მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოუსმინოს იმ მოწოდებებს მათ მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აყვავებული და შეუფერხებელი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოსა და მთავრობის არსებობას, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულებას აკისრებს კორუფციაში მონაწილეებს. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული "უცხოელი აგენტების კანონის" მსგავსი კანონპროექტს საქართველო ამ გზიდან გადაჰყავს"- ნათქვამია განცხადებაში.

 

close დახურვა