სპეცრაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა დაიწყო - მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ასევე, რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.
ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.
მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა. დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან მხოლოდ 3 განიხილეს. განხილვა ხვალ გაგრძელდება.
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომასვლისთვის.
გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.