ოპოზიციური პარტიები ღამით პოლიციის მხრიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების დრო ამოიწურა და ახლა ცვლილებების დროა.
ერთობლივი განცხადება სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად დეპუტატმა თამარ კორძაიამ წაიკითხა. ისინი მოუწოდებენ პოლიციელებს, არ შეასრულონ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები.
პარტიები ასევე ეხმაურებიან ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. მათი შეფასებით, ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯო.
ოპოზიცური პარტიების განცხადებას სრულად გთავაზობთ:
ივანიშვილის რეჟიმმა შეიძლება ფიზიკურად დაგვაზიანოს, მაგრამ ვერასდროს მოერევიან ხალხის თავისუფლების სურვილს. ივანიშვილის და მისი ხელისუფლების მიერ დაკვეთილი ბოროტი და დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქცია სასტიკად იქნა დარბეული ხელისუფლების მიერ, ღამემ გვაჩვენა, რომ მათ საქართველო და მისი მოქალაქეები არა თუ არ ადარდებთ, ქალები და ბავშვებიც კი იყვნენ მათი უხეში ძალის გამოყენების სამიზნე. მივმართავ ყველა პოლიციელს, როცა არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე. თქვენ სჩადიხართ დანაშაულს. არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები. მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმის ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერების წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირისა და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ჩვენ ლევან ხაბეიშვილს ვუსურვებთ გამარჯვებას და რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციური პარტია ერთად და ერთხმად ვგმობთ იმ ძალადობას, რაც საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდება.
ამ ეტაპზე ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში ძვირფასო მოქალაქეები და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას თქვენთან ერთად. ამ ქმედებებით მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან თავისუფალ სამყაროსთან და ზურგ აქცია ჩვენს ევროპულ გზას.
ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ყველა კაცით, ქალით, ახალგაზრდით, ვინც იცავდა და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს ქუჩებში, ვინც ბოროტებას სახეში შეჰყურებდა და უკან არ იხევდა. ჩვენთვის საამაყოა და პატივია, დაგიძახოთ ძმები და დები. ჩვენი ერთად დგომა დაიცავს ჩვენს სამშობლოს და ეროვნულ ინტერესს. ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ, კი ევროპას და არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას. ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა. ისევ ერთად, რუსთაველზე ყველანი"- აცადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია - გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ იძალადა მოქალაქეებზე. შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი.