გმირთა მოედანზე პოლიციამ ერთი მოქალაქე დააკავა.
დღეს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით გზა ისევ გადაკეტეს.
თბილისში ბოლო 2 კვირაა რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი, მასშტაბური აქციები იმართება. ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს.
გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 11 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 8 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
პირველი მაისის ღამის შემდეგ დაკავებულია 65-მდე ადამიანი.
ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს გუშინ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.