logo
ENG



3-4 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან

03 მაი 202410:37
3 წუთის საკითხავი
 
3-4 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან
ფორმულა/ლანა მრავლაძე

პარლამენტის განცხადებით, 3-4 მაისს, შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ.

"შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერიაგანცხადებაში.

შეზღუდვის გამო მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევლენ.


close დახურვა