logo
ENG



ციურიხში, ავეჯის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

06 მაი 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/06/kzk9vdd4hzq83tl.jpg

ციურიხში, ავეჯის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ავეჯის მაღაზიის თანამშრომლებმა დაახლოებით 22:30 საათზე, ციურიხის პოლიციას მაღაზიაში შეჭრისა და იქ მყოფი პირის შესახებ შეატყობინეს.

მედიის ცნობით, 44 წლის კაცი ავეჯის მაღაზიაში სავენტილაციო შახტის მეშვეობით შევიდა. პოლიციის მისვლის დროს ის ჯერ კიდევ შიგნით იმყოფებოდა და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო.

დაკავებული პოლიციამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაკითხა და პროკურატურაში გადაიყვანა.


close დახურვა