logo
ENG



რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს კვლავ ურეკავენ და ამჯერად მოკვლით ემუქრებიან

08 მაი 202419:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/08/rqtx696urym2gci.jpg

ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეებთან, აქტივისტებთან თუ პოლიტიკოსებთან დარეკვას, თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით.

პარტია გირჩის წევრი, ბორის ჩელე ყურუა ფეისბუქზე წერს, რომ დარეკვის დროს სახლის მისამართიც უთხრეს და მკვლელობით დაემუქრნენ.

"ტიპი მირეკავს, მისამართს მეუბნება, ჩამოდი სახლიდან უნდა მოგკლაო. არ ვარ სახლში, მოდი სადაც ვარ, ან სახელი მითხარი, ან გვარი და მე მოგაგნებ, მე გნახავ-თქო და არ მეუბნება. უკან რომ ვრეკავ, ნომერი არ არის რეგისტრირებულიო", - წერს ყურუა.

კიდევ ერთი ადამიანი, ვისაც დაურეკეს გირჩის კიდევ ერთი წევრი, ნიკა მოსიაშვილია.

"ახლა ამ ნომრიდან დამირეკეს [511 07 88 22], გინებით, შენს სახლთან ვარ მირიან მეფეზე ჩამოდი, დღეს იქნება შენი ბოლო დღეო. მეთქი ჯიგარო, ეგეთი მონდომებული თუ ხარ ხაშურში ვარ ახლა, ჩამოდი, ჭიშკარში მოგი*ტნავ დედას-მეთქი და მანდ რა გინდაო. ქართული ოცნება მარტო ფაქტობრივი მისამართი მიეცით?" - წერს მოსიაშვილი.

მუქარით დაურეკეს რეგიონული ალიანსის დირექტორს. ნათია კუპრაშვილს. ამ შემთხვევაშიც ზარის დროს მას სახლის მისამართი დაუსახელეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ:

"მოკლედ, +995 551 073 366 - ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მას შემდეგ ,რაც სამი უცხო ქვეყანა გამოიყენეს და ვერაფერი გააწყვეს. ვუპასუხე ამ ზარს. დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან. ვიკითხე ვინ იყვნენ და რატომ მელოდებოდნენ და შემდეგ მოაყოლეს, რომ უნდა გამისწორდნენ და იმიტომ".

სოციალურ ქსელში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები წერენ, რომ უცხო ნომრიდან ურეკავენ, რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, შემდეგ კი აგინებენ და ემუქრებიან.

ასეთი არა ერთი პოსტი უკვე გამოქვეყნდა. მათ შორის რამდენიმემ დაწერა, რომ მათ მისამართიც დაუსახელეს და ფიზიკური თავდასხმითაც დაემუქრნენ. დაურეკეს მათ შორის პოლიტიკოსებსაც.

მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ამას ქართული ოცნება აკეთებს, რადგან მათი დაშინება უნდა, რაც, მათივე თქმით, არ გამოუვათ.


close დახურვა