logo
ENG



ბრეგაძე თავდასხმებზე: თუ ვინმეს შეიძლება, აწყობდეს არეულობა - ვინც დგანან მიტინგების უკან

09 მაი 202410:56
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებზე თავდასხმებს ეხმაურება და ირწმუნება, რომ "თუკი ვინმეს შეიძლება, აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც დგანან მიტინგების".

"ნებისმიერი ძალადობა არის ძალიან ცუდი, ამაში მგონი, ორი განსხვავებული აზრი არ არსებობს. ჰოდა, ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ ვინმე იმას, რომ ეს გალახა, ვთქვათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ? [...] მე გითხარით, რომ ვინმემ თავის თავი იცემა-თქო? არც ის ვიცი, ვინმემ თავის თავი იცემა, თუ ვინმე სხვამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. "- თქვა ბრეგაძემ. 

მედიის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს, მიმართავს თუ არა შსს-ს საქმის გამოძიებისკენ. 

ბრეგაძე "დარწმუნებულია", რომ შესაბამისი უწყებები მომხდარ ძალადობებს მიმართვის გარეშეც გამოიძიებენ.

"მიმართვა რაში სჭირდება, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები არის იმისთვის, რომ გამოიძიონ ნებისმიერი დანაშაული და დარწმუნებული ვარ, გამოიძიებენ კიდეც. მიმართვა რა საჭიროა?"- ამბობს ის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იღებს თუ არა მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ქართული ოცნება, ბრეგაძე ასე პასუხობს:

"ყველა დაშავებულს მინდა ვუსურვო გამოჯანმრთელება. თუკი ვინმეს შეიძლება, რომ აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს არის ის ადამიანები ვინც დგანან მიტინგების უკან და ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა. გამორიცხულია სხვას აწყობდეს. ვისაც უნდა, რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი"- თქვა ბრგაძემ.

გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესგია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.

 

 

 


close დახურვა