logo
ENG



ზელენსკი: აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის

10 მაი 202415:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/z56rgrigal6szzv.jpg

"აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის" - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 9 მაისს გააკეთა და თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა გასცდეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი.

უკრაინული მედია წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან კიევში, ევროპის დღესთან დაკავშირებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა მალე დაელოდება EU-ის ნაბიჯებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება ასევე უნდა გავრცელდეს ევროპის სხვა სახელმწიფოებზეც.

"ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა იმისთვის, რომ ივნისში დამტკიცდეს მოლაპარაკებების ჩართო და რეალურად დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის გაწევრიანებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სხვა ხალხისთვის, რომლებიც იმსახურებენ ევროკავშირში ყოფნას, ევროპულმა ერთიანობამ ნამდვილად იმუშაოს, რათა მათაც მოახდინონ თავიანთი კანდიდატის სტატუსის რეალიზება", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამ კონტექსტში უკრაინის პრეზიდენტმა ჩამოთვალა სახელმწიფოები, რომლებსაც მისი თქმით, მომავალი ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს

"ევროპა - ეს არის ბალკანეთიც, მოლდოვაც და აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


close დახურვა