logo
ENG



სეუს სტუდენტები: ვირჩევთ ევროპულ მომავალს, ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას

12 მაი 202419:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/jbt8drvaazu3232.jpg

რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სასწავლო პროცესის აუდიტორიაში გაგრძელებაზე უარს ამბობენ. 

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას. ჩვენ ვუერთდებით იმ უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობით ნამდვილად შევძლებთ და თავისუფალ საქართველოში ერთად ვიცხოვრებთ", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა