logo
ENG



"რეჟიმი სრულდება როცა ახალგაზრდები ტოვებენ აუდიტორიას" - რუსთაველზე სტუდენტური მარში დაიწყო

13 მაი 202419:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/13/hlu8m6dr4bwoaf3.png

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები უერთდებიან.

გაფიცული სტუდენტები რუსთაველის მეტროდან მშვიდობიანი მარშით მიემართებიან პარლამენტისკენ. გაფიცული სტუდენტები რუსთაველის მეტროდან მშვიდობიანი მარშით მიერმართებიან პარლამენტისკენ. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტილია.

სტუდენტებს მოტანილი აქვთ ბანერები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და მათი უნივერსიტეტების მაიდენტიფიცირებელი წარწერები.

"ეს არის სტუდენტური მარში. შევიკრიბეთ და პარლამენტთან გადავინაცვლებთ, გამოვხატავთ მშვიდობიან პროტესტს და მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, რომ გონს მოეგოს დროულად და გაიწვიონ ეს კანონი. საქართველოს სტუდენტების უმრავლესობას არ უნდა, არ მოსწონს ეს კანონი, ა უნდათ რუსეთში წასვლა - ვთხოვთ რომ გამოიჩინონ საღი აზრი და გაიწვიონ ეს კანონი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, GIPA-ს სტუდენტმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ "რეჟიმი სრულდება როცა ახალგაზრდები ტოვებენ აუდიტორიას".

"დღეს ქართული ოცნება კიდევ ერთხელ დასრულდა და ეს სულ მალე გაოფიციალურდება", - თქვა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა.

 

 


close დახურვა