logo
ENG



დაფიონი კობახიძის ინიციატივაზე: უარს ვაცხადებთ რუსულ ოცნებასთან ნებისმიერი სახის დისკუსიაზე

18 მაი 202414:59
3 წუთის საკითხავი
 
დაფიონი კობახიძის ინიციატივაზე: უარს ვაცხადებთ რუსულ ოცნებასთან ნებისმიერი სახის დისკუსიაზე
ფორმულა/ლანა მრავლაძე

ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონი პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის შეთავახებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის ახალგაზრდებს რუსული კანონის შესახებ დისკუსიებში იწვევს.

როგორც დაფიონის განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობის წევრები ნებისმიერი სახის დისკუსიაზე უარს აცხადებენ და მმართველ პარტიას "რუსულ ოცნებად" მოიხენიებენ.

მოძრაობაშ ამბობენ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება.

"ჩვენ უარს ვაცხადებთ "რუსულ ოცნებასთან" ნებისმიერი სახის დისკუსიაზე, ვინაიდან რეპრესიული "რუსული კანონი" უკვე მესამე მოსმენით მიღებულია და სამართლებრივ კორექტირებას აღარ ექვემდებარება. დიპლომატიური მიდგომა თუ ვინმეს სურდა, ამისათვის მინიმუმ წელიწადზე მეტი დრო ჰქონდათ. ჩვენი გუნდიდანაც არაერთხელ ყოფილა მოწოდება დიალოგზე, სანამ აქტიურ სამოქალაქო წინააღმდეგობაში არ გადავედით და სანამ არ დაიწყეს ჩვენი ოჯახების ტერორი.

ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა იქნება სტუდენტური ფიცის ღალატი. იმ რეპრესიულ რეალობაში, რაც "რუსულმა ოცნებამ" შეგვიქმნა ყველანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია. დისკუსია და მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ თანასწორთა შორის და არა მონასა და ბატონს შორის, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ რუსეთის მონები და ვიბრძოლებთ სანამ რუსული რეჟიმი საქართველოში არ დამთავრდება", - წერია განცხადებაში.

***

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს კანონპროექტის შესახებ დისკუსიებში იწვევსკერძოდ, კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ჩამცხრალი ემოციების ფონზე" მზადაა ახალგაზრდების 10-მდე წარმომადგენელთან "ჯანსაღი" დისკუსიები გამართოს.

 

 


close დახურვა