logo
ENG



ადვოკატი ლაზარეზე: სპეცრაზმელებმა სცემეს, გონება დაკარგა, დაზიანებები აქვს თავსა და სახეში

14 მაი 202423:28
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად - მას აქვს დაზიანებები სახისა და თავის არეში.

ადვოკატის თქმითვე, ლაზარემ ცემის დროს გონება დაკარგა და გარკვეული მომენტები არ ახსოვს. 

ქობესაშვილის ცნობითვე, გრიგორიადისი უკვე მოინახულა ექიმმა, თუმცა მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო. ის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ლაზარე დღეს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"ლაზარე არის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაზიანებები ძირითადად აქვს სახესა და თავის არეში, აქვს თავის ტკივილები. მოხდა მასზე დაკავების დროს ფიზიკური ანგარიშსწორება. სპეცრაზმმა სცემა უმოწყალოდ, გონებაც კი დაკარგა გარკვეული დროის განმავლობაში. დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, რომ მან ვითომ ხულიგნობა ჩაიდინა.

ადგილზე არის ექიმი, რომელმაც აღწერა დაზიანებები, ამ ეტაპზე არ მიიღო ექიმმა გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. შესაძლოა, იყოს ისეთი შინაგანი დაზიანება, რომ მას ესაჭიროებოდეს კვლევის ჩატარება. "- თქვა ქობესაშვილმა ფორმულასთან საუბრისას.

 

 


close დახურვა