logo
ENG



ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობის 40%-იანი ბარიერი გააუქმა

15 მაი 202419:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/qmlu4dicawyrc2f.jpg

ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 40%-იანი ბარიერი გააუქმა. ამასთან, საპარლამენტო არჩევნების სისტემაში დელეგატები შემოდიან. 

კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 1-მა ადამიანმა მისცა.

არსებული ნორმით, საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40 პროცენტზე მეტს აიღებდა. ცვლილებებით კი ეს ბარიერი უქმდება. 

გარდა ამისა, საპარლამენტო სისტემაში დელეგატების განსაზღვრის ახალი სისტემა შემოდის. კერძოდ, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, ანუ მაჟორიტარი დეპუტატები აღარ იქნებიან. ცვლილებების თანახმად კი, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან პარტიული სიის შედგენისას, საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. 

პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი. 


close დახურვა