ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შემდეგ პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
სატელეფონო საუბრების შემდეგ შარლ მიშელმა X-ზე დაწერა:
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს განვიხილე ახლანდელი ვითარება საქართველოში, რის შემდეგაც პრემიერ ირაკლი კობახიძეს დავურეკე. ხელახლა აღვნიშნე, რომ სრულად ვუჭერ მხარს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას, მათ შორის ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების მოძებნაში დახმარებით", - დაწერა შარლ მიშელმა.
Discussed the current situation in Georgia today with President @Zourabichvili_S over the phone, followed by a call with PM @PM_Kobakhidze.
Reiterated my full support in continuing to help Georgians to work towards a European future, including by helping to find the best…
შარლ მიშელი ერთ-ერთია იმ დასავლელ ლიდერებს შორის, რომელიც რუსული კანონის მიღებას აკრიტიკებს.
14 მაისს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მიიღო. პრეზიდენტი კანონისთვის ვეტოს დადებას აპირებს.