logo
ENG



ევროპარლამენტარი როიტინი ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის დასანქცირებას ითხოვს

17 მაი 202423:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/18/896ugn3t9vvokgd.png

ევროპარლამენტარი თიის როიტინი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ევროპამ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს დაუყოვნებლივ სანქციები უნდა დაუწესოს.

ევროპარლამენტარი იმ დეპუტატების დასანქცირებასაც ითხოვს, რომლებმაც რუსული კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს. 

როიტინი ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა საკუთარ დემოკრატიას იცავს.

"საქართველო არ არის რუსეთი, საქართელო ევროპაა და კანონი, რომელიც მიიღეს, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტის მიერ. ამიტომ, მე მოვუწოდებ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ბატონი ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ, აგრეთვე იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს და მათ წინააღმდეგაც, ვინც ვეტოს დადების შემდეგ კანონის მიღებას მაინც დაუჭერს მხარს. ასევე მოვუწოდებ ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ჩართულობა საქართელოს მთავრობასთან...ასევე ევროკავშირმა უნდა გამოიწვიოს თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს დიდ აღფრთოვანებას ქართველი ხალხისადმი, რომელიც გასულია ქუჩებში უკვე კვირების განმავლობაში, რომლებიც ყოველ დღე იცავენ საკუთარ დემოკრატიასა და სურვილს იყონ ევროპის ნაწილი", - ამბობს ევროპარლამენტარი.


close დახურვა