logo
ENG



ხვალ სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტების მარში გაიმართება

20 მაი 202416:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/ek5wwhzx1b3mjc1.jpg

21 მაისს, 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავენ. ისინი რუსთაველის მეტროდან სამივე უნივერსიტეტის გავლით კულტურის სამინისტროსთან მივლენ.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ რუსული რეჟიმი, რომელსაც ხელისუფლება ამყარებს, ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებასა და განვითარების გზებს, "იქნება ეს რუსული კანონით დამყარებული ცენზურა, თუ - სხვა სადამსჯელო ღონისძიებები".

"ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა!

ხელოვნება ვერ იქნება აპოლიტიკური და არ უნდა იყოს შეზღუდული კანონით!

მოვითხოვთ რექტორების ხელმოწერების გაწვევას, რომლითაც სასწავლებელი დაუპირისპირდა სტუდენტების ნებას და უგულებელყო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს საქმიანობას!

შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში.

ვაგრძელებთ ბოიკოტს!

მოვუწოდებთ ხელოვანებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შემოგვიერთდნენ!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.


close დახურვა