logo
ENG



ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობა, უსაფრთხოება - უკუსვლაზე უარის სანაცვლოდ აშშ დახმარებას განიხილავს

20 მაი 202419:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/c783c3vbeie3ydi.jpg

POLITICO-მ კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი მოიპოვა, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის. 

კანონპროექტის თანახმად ვაშინგტონს შეუძლია ხელი მოაწეროს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მისი ხელისუფლება [ქართული ოცნება] მიატოვებს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და ადამიანის უფლებათა კუთხით უკან დახევას შეაჩერებს.

სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ კონგრესში, ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობების მიხედვით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან "სანდო შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, თუ საკვანძო პოლიტიკური კრიტერიუმები დაცული იქნება...

სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესების გარდა, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. 

ის ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს "უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად შეეფერება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და თანმხლები წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდაჭერის ელემენტებს".

თუმცა პროგრამა ამოქმეედდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ "საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი".

POLITICO წერს, რომ ეს სტიმულები მისცემს სამხრეთ კავკასიის ქვეყანას ბიძგებს იმისკენ, რომ გარანტირებულად ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, მთავრობის კრემლის სტილში "უცხო აგენტის" კანონპროექტის გამო აღშფოთების შემდეგ.

მანამდე, POLITICO-მა მოიპოვა კანონპროექტის ვერსია, თუ ვის შეიძლება დაუწესოს სანქციები აშშ-მა საქართველოში. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით, სანქციები პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავ ორგანოებზეც გავრცელდება. 

POLITICO წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინ წაწევაზე, შესაძლოა სანქციები დაემუქროთ, კონკრეტულად კი აქტივები გაეყინოთ და მოგზაურობა აეკრძალოთ. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესს უნდა წარედგინოს. 

 

 

 

 


close დახურვა