logo
ENG



კახა ხაზარაძე: შვილები ცდილობენ შეცვალონ ყველაფერი, ბიზნესი შეშინებული გასცქერის მთავრობას

23 მაი 202413:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/23/2p5abr7r0nrss4c.png

ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ "ომის პარტიად ნათლავენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ბოლო 30 წელია გვეხმარებიან სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში".

ხაზარაძე ამბობს, რომ ბიზნესსექტორი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე დუმს, რადგან "შეშინებული გასცქერის მთავრობას როგორ გაამრავლოს თავისი ქონება ჯიგრული თვალთმაქცობით".

"მეგობრებო მოგესალმებით და გისამძიმრებთ იმიტომ რომ შემდეგი კვირიდან შეიძლება სულ სხვა გარემოში აღმოჩნდეთ, ანუ ქვის ხანაში.

ჩამოგვეშლება არ შემდგარი სახელმწიფო, არ შემდგარი იმიტომ, რომ დამონებული ადამიანების ბრბოს ვაძლევთ საშუალებას ელაპარაკონ მსოფლიოს ჩვენი სახელით, მეგობრებს ჩვენი სახელით.

მიუსამძიმრონ ქვეყანას, რომელიც ათეული წლები იბრძვის ღირებულებების წინააღმდეგ (ირანს ვგულისხმობ), ომის პარტიად ნათლავენ ჩვენს პარტნიორებს რომლებიც ბოლო 30 წელია გვაჭმევენ, გვაცმევენ და გვეხმარებიან სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში.

ბიზნესი დუმს, შეშინებული გასცქერის მთავრობას როგორ გაამრავლოს თავისი ქონება ჯიგრული თვალთმაქცობით. დიახ ამას ვამბობ მე, ამ სფეროს წარმომადგენელი იმიტომ, რომ მრცხვენია ამ რიგებში დგომა, როდესაც ხელგაწვდილი ელოდები, როდის ჩაგიგდებენ ტენდერს ან სულაც მოგცემენ კარგ კოეფიციენტს მრავალსართულიანი ბეტონის ჯუნგლების ასაშენებლად.

და ამ დროს ჩვენი შვილები დგანან ქუჩაში და ცდილობენ შეცვალონ ეს ყველაფერი და ამ დროს სად ვართ ჩვენ ? თაობა პასუხისმგებელი მათ მომავალზე... მე არ ვიცი რას იზამთ თქვენ, მე გეტყვით რას ვიზამ მე, და იქნებ, ვიყო მაგალითი სხვებისთვის.

მე კახა ხაზარაძე მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, მომავალ თაობას და ამისთვის დავთმო ყველაფერი მატერიალური და დავიტოვო მხოლოდ ერთი რამ, რასაც თავისუფლება ქვია. ემსახურე საქართველოს და იყავი ამაყი და ბედნიერი"- წერს ხაზარაძე.


close დახურვა