logo
ENG



კიტინგი სანქციებზე: ეს განცხადება მიანიშნებს ჩვენს ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ

24 მაი 202408:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/24/gdpm1ibbi69p9ip.jpg

კონგრესმენი ბილ კიტინგი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის ერთგულებაზე მიანიშნებს.

კონგრესმენი რუსულ კანონს "კრემლის მიერ ინსპირირებულს" უწოდებს.

"[ენტონი ბლინკენის] დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვებსა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე, მიანიშნებს ჩვენს ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ევროპული მომავლისკენ ილტვის", - წერს კიტინგი.

***

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკარტიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, ბლინკენი ამბობს, რომ "შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას იწყებს"

 


close დახურვა