logo
ENG



რუსი დეპუტატი კობახიძის განცხადებაზე: EU-ის მხრიდან ბარბაროსობის კიდევ ერთი გამოვლინებაა

25 მაი 202400:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/25/r8ddpy5uski89i2.jpg

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატი ანდრეი კლიმოვი ირაკლი კობახიძის განცხადებას, ოლივერ ვარჰეის "მუქარის" შესახებ ქართული ოცნების მსგავსი რიტორიკით აფასებს და ამბობს, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან "ბარბაროსობის კიდევ ერთი გამოვლინებაა."

რუსულ გამოცემა vzglyad-თან საუბრისას მან თქვა, რომ ეს არის საქართველოზე "მიუღებელი ზეწოლა", ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის ბარბაროსული დამოკიდებულება რობერტო ფიცოს მკვლელობის მცდელობის მიმართ.

"მეჩვენება, რომ ევროპელ დიპლომატს რაღაც შეეშალა. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და რის საფუძველზე ურეკავს კობახიძეს?", - თქვა რუსმა დეპუტატმა.


close დახურვა