logo
ENG



რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-ში - ძირითადი პუნქტები

25 მაი 202400:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/25/h5jorffspeuoet1.jpg

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-თან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

"ამ კვირაში თავმჯდომარე ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა MEGOBARI ACT-ის მტკიცე და ორპარტიულ დანერგვას. ეს კანონპროექტი ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ. ჩვენ ვუპასუხებთ მათ, ვინც რუსეთის კარიბჭეს გაუღებს", - წერია ჰელსინკის კომისიის სოციალურ ქსელში.

კანონპროექტის წარმდგენმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ MEGOBARI ACT ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად არის შექმნილი და მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.

"ეს კანონმდებლობა ხაზს გაუსვამს საქართველოს დემოკრატიაზე შემდგომი თავდასხმების მაღალ ფასს, მაგრამ ასევე აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ორმხრივი პარტნიორობის აღორძინებისკენ", - თქვა სენატორმა.

კომისიონერმა ჰუდსონმა ამასთანავე თქვა, რომ ეს აქტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად და ამასთანავე, საქართველოში პუტინის გავლენის გავრცელების აღსაკვეთად.

კანონპროექტის მიზანია: 

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი აცხადებს აშშ-ს პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის კონსოლიდაციის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ს ინტერესებისთვის.

დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხი: საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუშვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებებისა და მისი რუსეთთან, ასევე სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირების გაძლიერებულ მონიტორინგს.

აქტი ითვალისწინებს რამდენიმე ანგარიშს ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად:

  • ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: საქართველოში დემოკრატიის დამრღვევ პირებზე სანქციების და მოგზაურობის აკრძალვების დადგენა და დაწესება.

გარდა ამისა MEGOBARI ACT-ის მიხედვით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

აქტი მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერებას - საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ს შემდგომ დახმარებას, მათ შორის:

  • საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკება.
  • ადამიანთა შორის მიმოსვლის გაღრმავება და ვიზების გამარტივება.
  • ეკონომიკური მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება.
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

close დახურვა