logo
ENG



რაჭველიშვილი: თბილისის ოპერამ პრეზიდენტს 26 მაისს დღისადმი კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა

25 მაი 202414:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/25/jsvasvgyf5keteu.jpg

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის ინფორმაციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებაზე პრეზიდენტს უარი უთხრა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

"ეს უარი ოპერის დირექციის მხრიდან მათ მიმართ, ვინც პარტიის მსახური არ არის, პირველი არაა, სამწუხაროდ! დროა ოპერის დირექცია შეიცვალოს სასწრაფოდ!

უკვე დიდი ხანია ვიკავებ თავს და არ ვსაუბრობ იმ აბსოლუტურად მიუღებელ მენეჯმენტის ფორმაზე, რომელსაც ვაკვირდები უკვე რამდენიმე წელია. სირცხვილია! ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ქვეყანას და არა ამა თუ იმ პარტიების პირად წყენებს და ინტერესებს! სირცხვილია!" - აღნიშნავს საოპერო მომღერალი.


close დახურვა