logo
ENG



კაცს, რომელსაც კორცხელში ცოლის მკვლელობას ედავებიან, ბრალდება წარედგინა

25 მაი 202417:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/25/76cl4kmwkqrhqp3.jpg

პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელსაც კორცხელში ცოლის მკვლელობას ედავებიან, ბრალდება წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მაისს, ზუგდიდში ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს ჩაქუჩით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული 24 მაისს დააკავეს. 


close დახურვა