გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი შეუერთდა.
როთმა აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა მათ მხარდაჭერა და გაიმეორა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
შეკრება ორგანიზაციის გზა. GZA (Georgisches Zentrum im Ausland) ორგანიზებით გაიმართა. მთავარი გზავნილი კი იყო - არა რუსულ რეჟიმს.
გზას ორგანიზებით რუსული კანონის წინაამღდეგ ბერლინში რამდენიმე მასშტაბური აქცია-მსვლელობა ჩატარდა.