logo
ENG



112-მა 30 სათვალთვალო კამერა შეიძინა, რომლებსაც ადამიანების სახის ამოცნობა შეუძლია

14 დეკ 202416:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/14/idferhrw4yubzgw.jpg
ფოტო: George Khelashvili

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა 112-მა სათვალთვალო კამერები შეიძინა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია. ინფორმაცია შესყიდვების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული.

დოკუმენტების თანახმად, კონტრაქტის ღირებულება 85 000 ლარამდეა. (84 963.00)

112-მა 12 დეკემბერს ჩინური კომპანია Dahua-ს წარმოების 30 სათვალთვალო კამერა შეისყიდა.

კომპანიის ვებგვერდზე კამერის აღწერაში ნათქვამია, რომ მას ადამიანის სქესის, ასაკის, ადამიანის ემოციების და გამომეტყველების ამოცნობა შეუძლია. ამასთან, კამერას შეუძლია დადგენა, ადამიანს უკეთია თუ არა ნიღაბი. ასევე, იღებს და ტვირთავს მაღალი ხარისხის სურათებს.

13 დეკემბერს ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, აქციებსა და შეკრებებზე ნიღბით სიარული იკრძალება.


close დახურვა