logo
ENG



ლანსბერგისი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას არ გამორიცხავს

27 მაი 202413:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/27/5v2pfj6lovs3z6b.jpg

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეუჩერდეს. 

ამის შესახებ მან მედიასთან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. 

"იმედი მაქვს, იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირისგან, რომ თუ ამ კანონს საბოლოო სახით მიიღებენ, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროპულ გზას [...] ეს ნიშნავს გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს პირობებით, ეს პირობები შესრულებული არ არის, კანდიდატის სტატუსიც აღარ იქნება. ", - განაცხადა ლანსბერგისმა. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერება, ლანდბერგისი ამბობს, რომ ეს პოლიტიკურად ეს შესაძლებელია. 

"პოლიტიკურად ეს შესაძლებელია, რადგან ეს პოლიტიკური კონცეფციაა, ასე რომ მისი შეჩერება შეიძლება", - აღნიშნა მან. 


close დახურვა