logo
ENG



ხაბეიშვილი ხარებაზე: მისი ადგილი არის ციხეში, ჩვეულებრივი კრიმინალია

28 მაი 202414:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/28/dm2u2dexh4vkmkr.jpg

"მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მისი ადგილი არის ციხეში", - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ზვიად ხარაზაშვილის, იგივე ხარებაზე საუბრისას აცხადებს. 

მისი თქმით, ხარება, რომელიც პირადად იძლევა აქციის მონაწილეების ცემის დავალებებს, ძალადობრივი რეჟიმის სახეა. 

"მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და თქვენ მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური. 

ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება. 

[...] ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია", - ამბობს ხაბეიშვილი. 

***

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება ამბობს, რომ აქციის მონაწილეები თვითონ ცემენ საკუთარ თავს. ამასთან, ის ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს "უარესით" ემუქრება. 

"ყველა ცემს თავის თავს, არავინ არ სცემს, კარგი რა... ხაბეიშვილს უარესი [ელოდება]", - ამბობს ხარება მთავარ არხთან. 

მანამდე, TV პირველმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ხარება ამბობს, რომ ის "არაკაცებს" სცემს და სია აქვს. 

ზვიად ხარაზიშვილიი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია. სწორედ ის ფიგურირებს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე მოქალაქეების ცემასა და ძალადობაში.


close დახურვა