logo
ENG



უკრაინა უახლოეს მომავალში პარტნიორებისგან დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს

30 სექ 202501:16
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/29/db9bn3dx3dilh1s.jpg

უკრაინამ დაადასტურა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან უახლოეს მომავალში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს, მათ შორის, შვედური "გრიპენის" ტიპის თვითმფრინავებს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ივან გავრილიუკმა ისაუბრა.

გავრილიუკმა განაცხადა, რომ კიევი შვედური "გრიპენის", ფრანგული "მირაჟის" და ამერიკული F-16-ების მიწოდებას ელოდება.

მიუხედავად მას არ დაუკონკრეტებია მიწოდების თარიღების ან თვითმფრინავების რაოდენობა.

"მოდი ასე ვთქვათ: როდესაც მათ უკრაინის თავზე დაინახავთ, მაშინ მიხვდებით", - თქვა მან.


close დახურვა