logo
ENG



დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლება - დაკავებულია 1 პირი, 2-ს ბრალი წარედგინა

31 მაი 202410:08
3 წუთის საკითხავი
 
დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლება - დაკავებულია 1 პირი, 2-ს ბრალი წარედგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 1 ადამიანი დააკავეს, ხოლო ორს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობებისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ თბილისში მდებარე დაახლოებით 1 480 000 ლარის ღირებულების ორ კომერციულ ფართსა და სამ საცხოვრებელ ბინას.

ასევე, შეეცადნენ ამავე გზით დაუფლებოდნენ ქ. თბილისში მდებარე ორ კომერციულ ფართს, ღირებულებით დაახლოებით 245 000 ლარი.

გამოძიების პროცესში მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონება დააყადაღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-მუხლებით, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


close დახურვა