logo
ENG



ნეთანიაჰუ: ისრაელი ჰამასის განადგურებამდე ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას არ დათანხმდება

01 ივნ 202417:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/01/lxjse5sczeht9un.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შეთანხმება იქამდე ვერ შედგება, სანამ ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები სრულად არ განადგურდება.

"ომის დასრულებისთვის ისრაელის პირობები არ შეცვლილა: ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს... მოსაზრება, რომ ჩვენ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ამ პირობების შესრულებამდე დავთანხმდებით, არასწორია", - წერს ნეთანიაჰუ განცხადებაში.

გუშინ, 31 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი, სამეტაპიანი წინადადება წარადგინა. ბაიდენის თქმით, დროა "ეს ომი დასრულდეს". ამან ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის, თურქეთისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სატელეფონო საუბარი გამართა და მათთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა განიხილა.


close დახურვა