logo
ENG



დუგინი ოცნების მსგავსად ამტკიცებს, რომ რუსული კანონი, სინამდვილეში ამერიკულია

03 ივნ 202413:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/2nyivqhvbw8h43q.jpg

კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი ქართული ოცნების მსგავსად ამტკიცებს, რომ "გამჭვირვალობის" შესახებ რუსული კანონი, სინამდვილეში ამერიკულის მსუბუქი ვერსიაა. ამის შესახებ პროპაგანდისტი ტელეგრამ არხზე წერს. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებულია, სპიკერმა ხელი მოაწერა, კანონი ძალაში შედის. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო პარლამენტმა დაძლია. მოსალოდნელია მასობრივი საპროტესტო აქციები რეიდებით", - წერს დუგინი. 

დუგინი ოცნების პროპაგანდას იმეორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს და წერს, რომ კანონი ორგანიზაციებისგან "მხოლოდ რეგისტრაციას" ითხოვს. 

"ფაქტობრივად, თითოეულ ქართულ სახლში ზის უცხოეთის აგენტი და სხვებს ასწავლის დასავლურად ცხოვრებას. ამასთანავე, მიღებული კანონი მათ ამის უფლებას არ უზღუდავს, მხოლოდ რეგისტრაციას და ცოტაოდენი გადასახადების გადახდას ითხოვს", - წერს დუგინი.

დღეს, 3 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მოაწერა. პაპუაშვილის თქმით, კანონი ხვალიდან ამოქმედდება. 

 

 

close დახურვა